უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საზოგადოებას მიმართა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოქმნა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა:
„ერთი წელია, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი
„უკრაინის ომი არის გარდამტეხი მომენტი, მისი დასრულების შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ადგილი და როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში.“
ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას.
ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო პრინციპების უგულებელყოფით.
დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სასახლის ეზოში, უკრაინისა და საქართველოს ჰიმნების შესრულების შემდეგ, აუდიტორიას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ასევე უკრაინის კონსულმა.