LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს

94
BeFunky-collage (1)

მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საკითხი, მისი ვიზიტის შემდეგ დაისვა.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

„ელჩებთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში თუ რა საკითხთან დაკავშირებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამის მერე დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

პრეზიდენტი რას ფიქრობს, ამას თავად იტყვის, უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ამ ვიზიტის შემდეგ დაისვა საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ჩვენ კონსტიტუციას სწორად ვერ ვკითხულობთ. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური. დაველოდოთ, როგორ მიმართავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს, რა საკითხების განმარტებაზე მიმართავს”, – განაცხადა მსხილაძემ.

საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუიციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო.

უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს უჩივის: Foreign Policy

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები