საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზითი სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ევროპის საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა, გამართა რამდენიმე შეხვედრა, უმასპინძლა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და ბოლოს თავად ესტუმრა ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებას. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებს, შეხვედრებს და ა.შ. მედია აქტიურად აშუქებდა, პრეზიდენტი თავის ფეისბუქ გვერდზეც ავრცელებდა ყველა შეხვედრის ამსახველ პოსტებს, ფოტომასალით.
პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
სტრასბურგიდან ქართველი დელეგატების ნაწილი საქართველოში უკვე ჩამოვიდა, ნაწილი კი პრეზიდენტის ჩათვლით, ვიზიტის ბოლო დღეს, პოლიტიკური პროცესების შემდეგ, მოდის თანამედროვე ტენდენციის ინტერესით დაკავდა.
სალომე ზურაბიშვილი თავის გვერდზე ვიდეომასალას აქვეყნებს და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ჩვენი კულტურა ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია. ეს ჩვენი “რბილი ძალაა”. ის უფრო ეფექტური ხდება და ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას, რათა შემოვუერთდეთ ევროპას მანამ, სანამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით”, – წერს პრეზიდენტი.
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/1483744675124759/