LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

39
სალომე-ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა“, – წერია გავრცელებულ განკარგულებაში.