პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას, „ელჩების კონფერენცია 2022“-ს არ დაესწრო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა:
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, დღეს „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი კონფერენციას – „ფორტუნამ“ კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და უწყებისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.
რა განცხადებები გაკეთდა კონფერენციაზე, ვრცლად წაიკითხავთ აქ: