LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“

175
ing (2)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კეკელიძის #1-დან ოჯახის გამოსახლების პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია“.

„ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!

Posted by Salome Zourabichvili on ორშაბათი, 22 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დღეს დაიწყო. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები.

როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს 2018 წელს, სასამართლოს მიერ გაცემულ აღსრულების ფურცელშია ასახული და აღსრულების პოლიციამ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები