LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, „პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყონ – „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“

202
Untitled design (2)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეების დაცვა უზრუნველყონ.

შსს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 

როგორც სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აღნიშნავს, ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება დაუშვებელია:

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია!

დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ „პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

 

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ,…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 07 ივლისი, 2023

 

ცნობისათვის, თბილისში პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს იმართება. დღეს კი, კვირეულის ფარგლებში, ფესტივალია დაგეგმილი.

“გვაქვს ამბიცია ჩავითვალოთ ცივილიზებულ საზოგადოებად, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებებიც კი არსებობისთვის სივრცეს პოულობენ” – მიხეილ სარჯველაძე

ვიდეო: „8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“ – მორგოშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები