პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეიქბუქ გვერდზე ვრცელდება:
“გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.
მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, 20-დან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 646 პირი.
7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 1.67%-ია. NCDC-ს ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია „ომიკრონის“ B.A.2 შტამი.