LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო – მზადაა ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ: დავით ბაქრაძე

79
დავით ბაქრაძე 1

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. ბაქრაძის განმარტებით, „კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი“.

„დავიწყებ იმით, რომ შეფასებით ნაწილში, მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, რაც მოვისმინე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, რამდენად დიდი უპერსპექტივობის განცდაა, როგორ ხდება ახალგაზრდების გადინება, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება. ამ ნაწილში, რაც შეეხება ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებას, დიახ, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო.

მთავარი რასაც საზოგადოება ელოდა და რისი პასუხი მინდოდა, კონკრეტული ნაბიჯები რა უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი, დავუსვი ის კითხვები, რაზეც ვსაუბრობდი, რომ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად პოლიტიკური დევნის დასასრულდებლად, იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ ციხეში. მისი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ პროცესი გაგრძელდეს. მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო, ჩავთვალოთ, რომ პირველი შეხვედრის გამო, დეტალებზე საუბარი არ შედგა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი“,- აღნიშნავს ბაქრაძე.

30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან…დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე: სალომე ზურაბიშვილი

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი

ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს: სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები