“პრეზიდენტთან ვისაუბრეთ შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, თუ როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი თუ რას ნიშნავს ჩვენთვის, “გირჩელებისთვის” ეს გადაწყვეტილება და მგონია, საინტერესო იყო სალომე ზურაბიშვილისთვის,” – განაცხადა “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და თქვა, რომ “პრეზიდენტი თავად მოუყვა, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმაზე, რაც საქართველოში მოხდა”.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, შეამჩნია, რომ პრეზიდენტი იმ საუბრებით, რომელიც მათი პარტიის წევრებთან ჰქონდა და სხვებთანაც ექნება, თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაზე:
“ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი “გირჩის” დამოკიდებულება, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და გვგონია, რომ ქალბატონი სალომესთვის საინტერესო იყო ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ გვქონდა კრიზისი და ფაქტობრივად, მიშელის შეთანხმება, რომელიც არის, თავისი შინაარსით, ეს ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოა, ვინდაიდან არ გვყავდა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა კი შეასრულეს ეს როლი.
დღეს, ფაქტობრივად, “ქართულმა ოცნებამ” უმცირესობა, ანუ ის 10% დაგვაიგნორა და ამავე დროს, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, არამედ კონტრაქტი მქონდა შუამავლებთან, ანუ ევროკავშირთან და ამერიკასთან. მე ამას ასე ვუყურებ და ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს. მკითხა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებით და ვუთხარი, რომ არჩევნებთან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა. ბუნებრივია, სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ როგორც მე შევამჩნიე, თვითონ პრეზიდენტი, ამ საუბრებით, რაც ჩემთან ჰქონდა და ალბათ, სხვებთანაც ექნება, თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაზე და ჩემთვის პოზიცია არ უთქვამს.” – თქვა მეგრელიშვილმა.