LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს.. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი

89
salome-zuraba

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის „შინ ევროპისკენ“ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„მინდა ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული, ევროპული ქვეყანა. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რა მეთუ მშვიდი კადრები იქნება ის, რაც ევროპის ყველა ეკრანზე გავა. ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, რაც არის მისაღები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები