LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გაფრინდაშვილის საკითხზე ელჩებს შეხვდა

120
dru5

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

ზურაბ აბაშიძეს “სიტყვები არ ყოფნის” როგორ შეაფასოს გაფრინდაშვილის განაჩენი

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შექმნილი ვითარების დეესკალაციისათვის საჭიროა, გაწეული სამუშაოების გაძლიერება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება. გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში კი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.

არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით - გაფრინდაშვილის მეუღლე გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

"ეს არის ღირსების საქმე როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის "

დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ ექიმს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მოქალაქის დასაცავად და მისი უკანონი პატიმრობისგან დასახსნელად, ამ კითხვით რადიო “ფორტუნა” ადვოკატებს დაუკავშირდა და მათი არგუმენტები მოისმინა. უფლებადამცველები საქმეში ქართველი ადვოკატების ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

დეტალები ნახეთ ვრცლად:

შეგვიძლია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ექსტრადირება მოვითხოვოთ?

"ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარება არ იქნება..."

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები