პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და აღნიშნავს, რომ ელისაბედ მეორე იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი.
„მისმა უდიდებულესობა დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა საკუთარ ხალხს, მის ერსა და ერთა თანამეგობრობას. ის იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი, რითაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ჩემი ფიქრებითა და ლოცვებით სამეფო ოჯახის გვერდით ვარ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა