Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პრეზიდენტი ეჭვობს, რომ კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ეჭვობს, რომ კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს

121
BeFunky-collage (4)

„პანდემიისა და ნავთობის კრიზისი, შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია, ყველაფერმა ამან შეიძლება, უბიძგოს, წაახალისოს რუსეთი აგრესიისკენ, რათა მან აჩვენოს უპირატესობა საზღვრებს გარეთ,”- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა  ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“-თან  ინტერვიუში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ამძაფრებს ნავთობის ფასების დაცემის საფრთხე, აჩენს კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს მის საზღვრებს გარეთ.“

“შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას ან თანამშრომლობას“- ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ინტერვიუში საქართველო პრეზიდენტი იმედგაცრუებას გამოხატავს, რომ კრემლმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც მოსკოვს პანდემიამ მისცა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში რაკეტებისა და რადარების განლაგების გადაწყვეტილება უკან გაეწვია.

ოკუპირებულ რეგიონზე საუბრისას ზურაბიშვილმა ასევე, მწუხარება გამოთქვა, რომ ქვეყანამ პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სრულყოფილი დახმარების გაწევა ვერ შეძლო.

ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასაც გამოეხმაურა.

იხილეთ ვრცლად:

უკრაინამ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა – ზურაბიშვილი