LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.. არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს“

145
Untitled design

„ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვილნიუსში ნატოს სამიტს ეხმიანება.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი” – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს“.

„ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

 

 

ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი ??თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

გულითადად მივესალმები ამ…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 12 ივლისი, 2023

 

 

„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი – კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძე: რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად ის მოცემულობა დარჩა

სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები