„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას“, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.
„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
გადაწყვეტილებას 28 დეპუტატიდან მხარი 25-მა დაუჭირა.
ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ #ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“. – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.
დღესვე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.
Strongly condemn another land grab by Russians in Georgian territories & their creeping annexation policies. The strong popular reaction we see around the #Bichvinta transfer is a direct result of continued occupation
I call on the Int. community for a strong and urgent reaction
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 27, 2023