LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ბელარუსს გავუფრთხილდით, ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია – ახია ჩვენზე! შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი

132
ფორტუნა - 2023-03-31T124815.851

უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია.

პრეზიდენტი: „თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.. შედეგს ვერ მიაღწევთ, ვერა!“

„დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით.

25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას.

იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს – ახია ჩვენზე! ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს.

შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები