LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს 

137
Untitled design

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს.

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი – მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ „მესიჯბოქსს“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე

ხელმოწერების ნამდვილობა დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაადასტურა. ის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებაში მითითებულია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის დარღვევაზე. მასში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. კონსტიტუციის ამავე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი გახდა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები, რომელზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები