LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელიც პრეზიდენტის შვილებს ემუქრებოდა, პატიმრობა მიესაჯა

130
67899

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის საქმეზე, პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მუქარას ადგილი მაშინ ჰქონდა, როდესაც ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

როგორც პრეზიდენტის ვაჟი, თეიმურაზ გორჯესტანი აცხადებს, 2018 წლის 9 ნოემბერს, “ფეიბუქზე” მისთვის უცნობმა პირმა G.R.-მუქარის შემცველი ტექსტები მისწერა: “სიცოცხლე არ გინდათ? შუბლებს დაგიხვრეტთ თქვენ…”, შემდეგ კი დაურეკა და მიმართა” ახლა კარგად მომისმინე, ბიჭო”. ამ დროს გორჯესტანი ლონდონში იმყოფბოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული უკრაინის მებრძოლთა რიგებშია. 2009-20016 წლებში ის რეზერვის კაპრალი იყო, ხოლო 2018 წლის მარტში უკრაინაში წავიდა.

პროცესს არ დაესწრო თავად ბრალდებული, მას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები