LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერზიდენტი: „კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ“

124
სალომე ზურაბიშვილი

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილება, სსოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილებას გმობს და ის საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ რეაქციას მოითხოვს:

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 

კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის -…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2023

 

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელებაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმების „რატიფიცირება“ მოახდინა. მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მხარი 30 ხმით დაუჭირა, წინააღმდეგ კი 2 წავიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) შესაძლებლობა აქვთ აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარას აეროპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები