LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომმა ვერ დაგვამარცხა, ჩვენ ვართ ძლიერი – პრეზიდენტი

172
BeFunky-collage (6)

სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ საქართველოს ომმა ვერ დაამარცხა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, “ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა”

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო არის ძლიერი.

გახარია: რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით

ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირება, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველ დღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული…

ჩვენ, ერთიანობის მაგივრად, ვართ ჩავარდნილი სიძულვილში.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ჩვენი ერთობა, ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ აქ მოსვლა არ არის საჭირო. ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და ფორმალობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გონს მოვა“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!” – მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ომიდან 12 წლის შემდეგაც შეუსრულებელია.2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან საომარ მოქმედებებს დღეს ტრადიციულად მუხათგვერდის სასაფლაოზე იხსენებენ – იქ, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები