ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში იმყოფება.
წირვას ეწრება საქართველოს შვიდი ეპარქიის ეპისკოპოსი, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.
ართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.