LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი პრეზიდენტის მოხსენებაზე: თავისთავად, ეს მოხსენება იქნება ფორმალური და ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას

137
BeFunky-collage (2)

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცე ინსტიტუციას და ამ შემთხვევაში ჩემი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, პრეზიდენტის მოხსენება მხოლოდ ფორმალური იქნება.

„მისი პიროვნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც თითოეულმა ინდივიდუალურად, ასევე „ქართულმა ოცნებამ“, გამოვხატეთ, დავასაბუთეთ და ვამხილეთ მისი ანტიკონსტიტუციური და სამწუხაროდ, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. ამიტომ, თავისთავად ეს მოხსენება იქნება მხოლოდ ფორმალური და ასევე ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას, რის შეჯამებასაც იგი პარლამენტში მოახდენს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები