LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსი პელოსი: კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით

78
FRdd3hIXsAgdg7U (1)

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პელოსი აღნიშნავს, კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით.

“დღეს მე მქონდა პატივი მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში.

კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ რუსეთის აგრესიის პირისპირ მათი სუვერენიტეტის ურყევ მხარდამჭერებად ვრჩებით”, – წერს ნენსი პელოსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები