LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ში იყო შეშფოთება ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით – სალომე ზურაბიშვილი

1548194455-IMG_1739-1024x701

“ნატო-ში იყო შეშფოთება ჩაკეტილ ე.წ. გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე ნატო-ს მხრიდან არ შეგუების პოლიტიკა ყველას მიერ არის გაცხადებული, რაც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ძალიან დადებითი ფაქტია.

„იყო ძალიან მკაფიო განცხადებები. მხარდაჭერა მივიღეთ ნატო-შიც და ევროკავშირშიც. მხარდაჭერა გამოუცხადა ყველამ ჩვენს პოლიტიკას. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ სწორია ჩვენი ნაბიჯები, დადებითად შეფასდა სამშვიდობო ინიციატივა”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები