საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მომღერალ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და “ფეისბუკზე” სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო
მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”, -წერს ზურაბშვილი
„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან
დიდი ხალხის დიადი ადამიანი – რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე