LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მმართველი გუნდი პრეზიდენტზე ზეწოლას და შანტაჟს ახორციელებდა“ – როგორ უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ქართული ოცნების“ განცხადებას 

156
გიორგი მსხილაძე

„ის, რაც ნამდვილად აზიანებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა მთავარ კრიტერიუმს, რადგან მისი დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა.

ვოლსკი: იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, საპირისპირო ძალად არ განიხილება

აღნიშნული განცხადებით გიორგი მსხილაძემ უპასუხა მმართველი გუნდის და სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტზე ზეწოლას და შანტაჟს ახორციელებდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ზურაბიშვილს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა:

„იკვეთება ნიშნები, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას, ასეთ პირობებში, პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა“ – რა განცხადებას ავრცელებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

„პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია“ - წერია განცხადებაში.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება.

ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა.

გოცირიძე: პრეზიდენტზე თავდასხმის მოტივი ფინანსურ სისტემაზე კონტროლის დამყარებაა – ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც ისეთივე კლანი ჩამოყალიბდეს, როგორიც სასამართლო სისტემაშია

„რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, პრეზიდენტი მის კანდიდატურას მართლაც განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს

თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კატეგორიული წარდგენის მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.

ის, რაც ნამდვილად აზიანებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც.

„ვაკვირდებით, ქვეყანას საბოტაჟს უწყობს! ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს, ამას არ გავუტარებთ!“ – ზარქუა პრეზიდენტზე

ის რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, ის კი რაც აზიანებს ბანკის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“. – განაცხადა გიორგი მსხილაძე.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები