LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარს მიჭერს ხელისუფლება, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება – სალომე ზურაბიშვილი

106

“კარგად მესმის, რას ნიშნავს ზეპარტიულობა, მხარს მიჭერს ხელისუფლება, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება” – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

“ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ალბათ „ქართული ოცნებაც“ ვერ მმართავს, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვას, რამდენად შეძლებს, იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი.

“მე მგონი, კარგად მესმის, რას ნიშნავს ზეპარტიულობა. მე დღეს არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, ვარ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ მას აქვს ძალაუფლების ნაკლები ბერკეტები, მაგრამ საზოგადოებრივი კუთხით აქვს უფრო ბევრი სფერო. ამიტომ ვთქვი, რომ ეს პრეზიდენტი იქნება საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებრივ პრობლემებზე მომუშავე. ახალი პრეზიდენტი ნაკლებად იქნება ჩართული პარტიულ პოლიტიკასა და იმ დაპირისპირებაში, რომელიც არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ეს ნაკლებად არის ჩემი საქმე. ესენი დღეს ამბობენ, მე ვამბობ პირველი დღიდან, ამიტომ შევთავაზე ღია და ევროპული კამპანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები