LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკაცრად ვგმობ მინსკში ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევა” – პრეზიდენტი

140
სალომე ზურაბიშვილი

მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ლუკაშენკო სააკაშვილზე: ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო.. ვითარების ასეთ დონემდე დაშვება, უბრალოდ არასაკადრისია

მოსკოვის შემდეგ ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები