საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი.
“მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.
კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!”-წერს პრეზიდენტი
ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.
სხდომას ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა. სასამართლო დახურულ პროცესში გაიმართა. ინფიორმაციას “ეხო კავკაზა” ქართველი ექიმის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. დანაშაული, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ედავება ფულად ჯარიმას, 2 წლით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/4736042479746558?__xts__[0]=68.ARBQ6HJFCGOt5Jla-CJSrErHlKAfQkiPziDA_Rht2uRbuqEL20HKHtitJq3R8_XK6jyGVCFoNUY4kRrA9uqetWkrpFFLsXSHvcRwdZAZyW5bs5t_8M-8VBHFFvJdZCMIrIzYVm4_USNEXDZoLEtBJI7ZBN3X4CnTdJ0-8nybVLLuHwRoWvWDs-RBAV1VR7-5kg3WCFqkrWBZ7WKe4ukpDCyJdcqlvQO9jgELWxFBDhHx3H7xsGqaEu2V8oEEqsKcmHaklAgFZD0lH4giuB3fkPNOLzXyYb-q826_uEdAKL-4Axgsc01mlVlCobvURLd1ikvPSPfPELkls96a94fRag&__xts__[1]=68.ARCjW70-sVvWAvjwzTgdSL612uIasGGnm58FBtcETWqgC9Fq3s9MbyOBTop1UEjdqdDmwv5J3Jhz2ybYKzHp3-5NWUyIGNjepkgoCC9rObkb3vvfB9PUgL3wNH_CUPTVi1mYKLtczh640kTvx_M5TVzjjT9ABQXQOHiiLoADGwrNG0Mz3sPjcHffe1U5QK1BHt7j8g5eVIwsYCfiPTCav8wUTjuKcAN5mwKw_oys1YNag9VcqDi8N-RkjZ4NtqJuLUMOcxssS-v5u9Bw4BlYkyyfyObAumGcIYqyTcsrGevVdlSlBcCgNeHfoE22DmKWQMskX0jb4ziXlwY3EHAdrg&__tn__=-R