ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის“
მან მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 აგვისტო არა გლოვის, არამედ იმედის დღე უნდა იყოს.
“მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო”
პრეზიდენტის განცხადებით დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოთქვამს მხარდაჭერას, რაც ასეთი მტკიცე ჯერ არ ყოფილა