„მე დღეს მივულოცე უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტს.. მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და მათი დიდი სიყვარული, ჩვენს ხალხებს შორის ეს სიყვარულის ნიშანი“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
სალომე ზურაბიშვილი „დარწმუნებულია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთად ივლიან და ერთ მშვენიერ დღეს სამივე ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები იქნებიან“.
„მე დღეს, ახლა, ამ წუთში უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული, ჩვენ ხალხებს შორის დიდი სიყვარულის ნიშანი.
მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია. ერთად ვივლით და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით სამივე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, იქ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რამეთუ ეს არის ის მომავალი, რასაც ჰპირდება ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს. იქ ვიქნებით ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე იხილეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს, ესაა ჩვენი პასუხი ოკუპაციას