LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ თქვეს, აი, ახლა [პრეზიდენტს] აღარ ვაგინებთო“ – დავით ზურაბიშვილი „ოცნების“ განცხადებაზე

142
Untitled design (1)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი აფასებს.

„ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“ – მმართველი პარტიის განცხადება

როგორც დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, „ხელისუფლებაში იაზრებენ, რომ პრეზიდენტთან მკვეთრი დაპირისპირება მათთვის სასარგებლო არ არის“.

„ოცნება“ ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს – დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი სიტყვით ერთია და ქმედებით – აბსოლუტურად სხვა – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„ვფიქრობ, ხელისუფლებაში რაღაცნაირად იაზრებენ, რომ ასეთი ძალიან მკვეთრი დაპირისპირება პრეზიდენტთან მათ სასარგებლოდ არ მუშაობს, არც ქვეყნის გარეთ, არც ქვეყნის შიგნით და შეეცადნენ, ასეთი ეშმაკური სვლა გაეკეთებინათ, რომ „აი, ვითომ, უფრო მეტად კონსტრუქციულები არიან“ – უფრო ეს დავინახე.

მათ თქვეს, რომ „აი, ახლა აღარ ვაგინებთ, იმიტომ, რომ ჩვენ კი არ მოგწონს, სალომე როგორც იქცევა, მაგრამ ჩვენთვის პრეზიდენტის ინსტიტუტია ძვირფასიო“.

პრინციპში, წმინდა ტაქტიკური ნაბიჯია – თუ პრეზიდენტი უცხოეთში კვლავ მწვავედ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, ამაზე იტყვიან: „აი, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით, ის კიდევ მაინც თავს გვესხმის; ჩვენ ინსტიტუტს ვუფრთხილდებით, ის სახელმწიფოს არ უფრთხილდება“ – ამ პროპაგანდას გააგრძელებენ. ამით არც ხელისუფლების პოლიტიკაში მოხდება არსებითი ცვლილება“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, 27 მაისს, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროტოკოლის წესების დარღვევაზე ისაუბრა და განაცხადა – „არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“.

„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო“ – პრემიერი

დღეს, 29 მაისს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს“ – კახა კალაძე პოლიტსაბჭოს განცხადებაზე

მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები