დღეს საქართველოს პრეზიდენტის მამის, ლევან ზურაბიშვილის გარდაცვალების დღეა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ.
დღეს კი, იმ ასაკს მივაღწიე, რომელსაც იგი ვერ ეღირსა !
და რამდენი საქმე დაუმთავრებელი, რამდენი ოცნება აუსრულებელი დატოვა, ყველა რომ ამ ქვეყნის ბედს უკავშირდებოდა“! – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი.