LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: რაც ყველაზე დამამცირებელია საქართველოს საზოგადოებისთვის, პრეზიდენტი საზღვარგარეთ წავიდა და იქიდან გამოუგზავნა გაღიმებული ფოტოები საზოგადოებას – დავარღვიე კონსტიტუცია, იმპიჩმენტი დაიწყეთ და აბა ვნახოთ რას იზამთო

119
ფორტუნა - 2023-09-05T113059.964

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოება დაამცირა, როდესაც კონსტიტუცია დაარღვია, მთავრობის ნებართვის გარეშე წავიდა უცხოეთში და იქიდან გაღიმებული ფოტოები განათავსა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არაერთხელ ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ პრეზიდენტმა ეს თავად მოახერხა, რადგან რომ იტყვიან, კონსტიტუციასთან იყო ჭიდაობაში.

„პრეზიდენტის ერთადერთი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – ეკა სეფაშვილი

არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და რაც ყველაზე ცუდია, ბოლოს ისე უხეშად დაარღვია, რომ პრაქტიკული ნაბიჯებიც კი გადადგა მტკიცებულებების სახით, ეს არის წასვლა მაინც, მიუხედავად მთავრობის თანხმობის არარსებობისა და რაც ყველაზე ცუდია, დამამცირებელი საქართველოს საზოგადოებისთვის, იქიდან გამოუგზავნა გაღიმებული ფოტოები საზოგადოებას – დავარღვიე კონსტიტუცია, იმპიჩმენტი დაიწყეთ და აბა ვნახოთ რას იზამთო. კონსტიტუცია თავად გასცემს პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოს სახით საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“ – კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.

„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები