„ახლა მისი [სალომე ზურაბიშვილის] ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საუბრისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დიდი მოლოდინი არ აქვს, „რომ რაიმე საინტერესოს [პრეზიდენტი] იტყვის. მოჰყვება ზღაპრებს და ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას დააბრალებს“.
„პრეზიდენტს ბოიკოტი საზოგადოებამ გამოუცხადა, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც თვითონ გამოუცხადა ჯერ ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და კონსტიტუციას ბოიკოტი.
„პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ.. მზად ვარ ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას“ – ირაკლი ზარქუა
ზარქუას თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს კარგი შესაძლებლობა აქვს, ახსნას თავისი პოზიციები და თქვას, რომ შეცდომაში შეიყვანეს.
ახლა, გასაგებია ფორმალური მხარეა მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. ახლა მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე საინტერესოს იტყვის.
მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. შესრულდება ფორმალური მხარე, რომ მოვა პრეზიდენტი და იტყვის თავის სიტყვას“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.