Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ლატვიის პრეზიდენტის განცხადება არის თვალსაჩინო მაგალითი იმ შედეგისა, რაც მივიღეთ“ – გია ვოლსკი პრეზიდენტის ე. წ. აკრძალულ ვიზიტებზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლატვიის პრეზიდენტის განცხადება არის თვალსაჩინო მაგალითი იმ შედეგისა, რაც მივიღეთ“ – გია ვოლსკი პრეზიდენტის ე. წ. აკრძალულ ვიზიტებზე

354
fot (1)

„ლატვიის პრეზიდენტის განცხადება არის მაგალითი იმისა, თუ რა განცხადებით წავიდა სალომე ზურაბიშვილი ევროპაში და რა ჩამოიტანა“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემაში „დღის თემა“ სალომე ზურაბიშვილის ე. წ აკრძალულ ვიზიტებზე ისაუბრა და თქვა, რომ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა შეხვედრებზე, რომელსაც პრეზიდენტი ევროპის ქალაქებში მართავდა ხელისუფლებას არ აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

„რა განცხადებით წავიდა და რა ჩამოიტანა? პატარა ნაპერწკალი მქონდა კიდეც, რომ რაღაც პოზიტივი იქნებოდა მის მიერ ნათქვამი, გარკვეული შესწორება, კორექტირება თავის ადრე გამოხატული პოზიციისა, მაგრამ ეს არ მოხდა. ლატვიის პრეზიდენტის განცხადება არის თვალსაჩინო მაგალითი იმ შედეგისა რაც მივიღეთ. აბსოლუტური ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველო არ უერთდება და არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაშინ როდესაც ნებისმიერმა კომისიამ რომელიც ჩამოვიდა,  მათ შორის აშშ-ს წარმომადგენელმაც თქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერმინად ქცეული შავი ხვრელი არ არსებობს და სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობენ, რათა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდეს“ – განაცხადა გია ვოლსკიმ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

„საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს” – ედგარს რინკევიჩი