LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

105
FORTUNA.GE- (2)

ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

დანიელსონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონს კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ მორიგ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა კვლავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგში მედიატორად უნდა ჩაერთოს, საქართველოს პრეზიდენტს 12 მარტსაც შეხვდა.

მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

მაშინ დანიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. ის ასევე აცხადებდა, რომ საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.