LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმალაძე: მეცინება, რატომ უწოდეს “რუსული სოფელი” – ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც ევროპაშია.. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ

161
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ხმალაძე

ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას “რუსული სოფელი” – ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის „კარებთან რუსული სოფელია“.

“ვინ ვის უკითხავს მორალს არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი სასახლის კარებთან „რუსული სოფელია“.

„რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ,  2007-ში სად იყვნენ?

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები