LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხდება დამახინჯება იმ შეხვედრების, რომელიც ტარდება სრულიად მშვიდობიანად” – სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

31

“პრაქტიკულად ყველა ჩემს გამოსვლასზე იყო 4-5 ოპონენტი, თუმცა მედიაში ამბობენ, თითქოს ძალიან დიდი საპროტესტო აქციები მომიწყვეს. ხდება დამახინჯება იმ შეხვედრების, რომელიც ტარდება სრულიად მშვიდობიანად”,-ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს და ოპონენეტებს სიმშვიდისკენ მოუწოედებს. მან აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას მედიაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები საზოგადოებას არ აწვდიან მის სათქმელს.

„პრაქტიკულად ყველა ჩემს გამოსვლასზე იყო 4-5 ოპონენტი, თუმცა მედიაში ამბობენ, თითქოს ძალიან დიდი საპროტესტო აქციები მომიწყვეს. ხდება დამახინჯება იმ შეხვედრების, რომელიც ტარდება სრულიად მშვიდობიანად. რასაც მე ვუზიარებ მედიას, ეს არ გადის და გადის მხოლოდ და მხოლოდ აქცია. ამას ემატება ზოგი მნიშვნელოვანი ადამიანის, მაგალითად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებები, რომელიც ყველა ჩემს მხარდამჭერს ემუქრებოდა. ამას მოჰყვა „ტვ პირველზე“ გამოსვლა, სადაც გვემუქრებიან და იგივე „ტვ პირველის“ გამოსვლის შემდეგ, თვით ამ არხის ვებგვერდზე გამოდის და ამბობს, ამას ხომ უნდა გამოჭრან ყელი და ჩაძაღლდებაო. ეს არის ამ სიძულვილის შედეგი, რომელიც მიუღებელია. მინდა ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, დაწყნარებისკენ., დაპირისპირება არ ღირს, ჩავატაროთ არჩევნები და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები