ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. ეს არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ბოლოჯერ მოხდა საქართველოს პრეზიდენტის უშუალოდ მოსახლეობის მიერ არჩევა.
ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდით. იცოდეთ, რომ ვენეციის კომისია ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების გატარებაში. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში,“ – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს მისალოც წერილში.