„სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან.
„ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდეგ, როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და ალბათ, ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, შეფასებები კი მერე უნდა გაკეთდეს.
თუმცა ჩვენი, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის, მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.