LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია პრეზიდენტს: ყველაზე ცუდი ჩემთვის იცით რა არის? – უმადურობა, ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? – გადადექით!

193
BeFunky-collage (6)

„ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? – უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? – გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად“, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: „საინტერესო არ იყო არაფერი“

„მივმართავ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?“ – ზურაბიშვილი კობახიძეს

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის კომპეტენციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შედის.

ამასთან, ინჯიას განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის „ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია“.

„ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ.

თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ „ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?“, – მიმართა ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი – ჩვენ ეს შევძელით! 

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს 

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას – შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები