LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილუზიებით არ ვიკვებებით, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს ფუფუნება, რომ მბჟუტავ შუქს არ გამოვეხმაუროთ – წიკლაური შერიგების ინიციატივაზე

101
BeFunky-collage (79)

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ვეცდებით, რომ ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული პროცესი იყოს წარმატებული, ასევე, თვალებს ვერ დავხუჭავთ იმ ჩიხურ რეალობაზე, რაც ქვეყანაშია”, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პრეზიდენტის სურვილს ეროვნული თანხმობის ინიცირებასთან დაკავშირებით და ხატია დეკანოიძის შემდეგ, უკვე ორშაბათს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეხვდება სალომე ზურაბიშვილს.

“ახლა არის ფრთხილი ოპტიმიზმი, არის სკეპტიციზმი, ზოგიერთ შემთხვევაში ვაწყდებით მთავრობის ხისტ პოზიციას, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს ფუფუნება, რომ მბჟუტავ შუქს არ გამოვეხმაუროთ და ხელიდან გავუშვათ მცირედი შანსი იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს.არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი და ამიტომ ვეცდებით, სამართლიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მხარი დავუჭიროთ.

ზურაბიშვილი იღებს სელფებს, აბსოლუტურად ყალბი პროცესია, ხვალიდან თუ იგივე მამაძაღლობას გავაგრძელებთ, ასეთ შერიგებას რა ფასი აქვს - ხუხაშვილი

შეიძლება, გარიგდნენ და მიშა გამოუშვეს - ვიღაც ამით გაბედნიერდა. ან გარიგდნენ და ბიძინა და მიშამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ცხოვრება მშვენიერია. ეს ხომ დაემსგავსება მაფიის ორი ბოსის რაღაც შეთანხმებას, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

დროა, ყველა მიხვდეს, რომ ახლა არის საუბრის, დიალოგის დრო და აქ გამოჩნდება, რა იქნება ის საყრდენი წერტილი, საიდანაც ქვეყანა ქაოსის მაგიერ წავა ცივილიზებული განვითარებისკენ.

იოლი ამოცანა არ არის მმართველ გუნდთან რაიმე პოლიტიკურ საკითხზე შეთანხმება, განსაკუთრებით იმ განცხადების ფონზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან, უბრალოდ აუხსნელია ამის შემდეგ როგორ უნდა იყოს დიალოგი, მაგრამ ასეთია მათი დამოკიდებულება.

სოზარ სუბარი: „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს

ირაკლი კობახიძე ენმ-ს შიმშილობაზე: გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ, ტრაგიკომიკური მოვლენაა

თუ გახსოვთ, ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა გვითხრა, რომ პროკურატურასთან რიგები შეთხელდებოდა, რაც შევწყვეტდით პოლიტიკურ აქტივობას.

დღევანდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმაც გაიმეორა უკვე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სასჯელის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად აქტიური ან არააქტიური იქნება სააკაშვილი. ამიტომ, ილუზიებით არ ვიკვებებით, რთული პოლიტიკური პროცესია და სწორედ ამ არაორდინარული ვითარების გამო გახდა საჭირო ისეთი ზომების მიმართვა, როგორიცაა მასობრივი შიმშილობა.”, – განაცხადა წიკლაურმა.

“მხოლოდ მიშას გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი” – რა შემთხვევაში შეწყდება მასობრივი შიმშილობა

ხუხაშვილი მოშიმშილეებზე: პოლიტიკის ნიშანწყალიც არ არის, ერთი კაცის გამოშვება უნდათ, მიშას პრობლემა გადაწყდება, ხალხის – არა