ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.
მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა”,- წერს პრეზიდენტი.
ყოვლად წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.