„არ მომისმენია სიმართლე გითხრათ. ვერ გეტყვით. მე ჩემი ახსნა მაქვს განაჩენში და იხელმძღვანელეთ განაჩენით“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას პრეზიდენტის განცხადების შესახებ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა გამოიყენეს მაშინ, როცა ქვეყანამ იცოდა ეს საკითხები ევროპარლამენტის რეზოლუციაში დადგებოდა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნიკა გვარამიას განაჩენი მოხვდა, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „კლანის“ წევრი მოსამართლეებისთვის სანქციების დადებას ითხოვენ.
ლაშა ჩხიკვაძემ არ უპასუხა „მთავარი არხის“ კითხვას, ფიქრობს, თუ არა, რომ შესაძლოა მომავალში უფრო სერიოზული სანქციები შეეხოს.