LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე – პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს

70
1

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს – მცირე ხნით მაინც, სიძულვილის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რამდენად შვებას მოუტანს ეს საზოგადოებას:

“მე, ჩემი მხრივ, უკვე პირობა მოგეცით, რომ რამდენიც საჭირო იქნება, შეიძლება ასეთი შეხვედრები გაიმართოს და თქვენც გთხოვთ რამეს, ხომ შეიძლება? რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენს არხებზე? ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად შვებას მოუტანს საზოგადოებას.

ამაზე პასუხს არ გთხოვთ, გიტოვებთ, როგორც თხოვნას. ეს ყველასთვის არის თხოვნა და ასევე საზოგადოებასთან იმიტომ, რომ სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან, არაა უფრო სახარბიელო სივრცე. ამიტომ ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი თხოვნა, მოწიწებული მოთხოვნა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, ვრცლად:

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: ასეთი ნაბიჯი იქნება არა დეპოლარიზაციის, არამედ ზეპოლარიზაციის საბაბი

ბიძინა ივანიშვილთან ბოლო 1,5 წელია არანაირი ურთიერთობა არ მაქვს: სალომე ზურაბიშვილი

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა: სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება გადაიღალა, რაღაც თუ არ ვიღონეთ და ერთ ჯადოსნურ წრეზე ვიარეთ, ქვეყანა წინ ვერ წავა: პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები