საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ახალ ელჩს საქართველოში პეტერ ფიშერს შეხვდა.
პეტერ ფიშერმა დღეს საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რწმუნების სიგელი გადასცა, რა დროსაც განაცხადა:
„მოხარული ვარ და ჩემთვის პატივია, გავაგრძელო გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა. გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა ფიშერმა.