მსოფლიო ბრიტანეთის დედოფალს ემშვიდობება. საერთაშორისო მედიის ყურადღება სწორედ ლონდონისკენ არის მიმართული.
ამ წუთებში ვესტმინსტერის სააბატოში ელისაბედ მეორეს დაკრძალვისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობს.
დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.
სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ, საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე განათავსა ფოტო, რომელიც ვესტმინსტერის სააბატოშია გადაღებული.
ვესტმინსტერის სააბატოში სამგლოვიარო ცერემონია ორწუთიანი დუმილით დასრულდება, ამის შემდეგ კი დედოფალს ველინგტონის თაღში გადაასვენებენ.