რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქართულმა მხარემ გააუქმა.
იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი არ მიმართავს ევროპის პარლამენტის პლენარულ სესიას სტრასბურგში, რომელიც მომავალ კვირას იყო დაგეგმილი.
„ითქვა, რომ ის ქართულმა მხარემ გააუქმა”, – დაწერა იოზვიაკმა.